ზაზა სარალიძე - აღარ არის უკვე საუბარი რომელიმე კონკრეტულ მაღალჩინოსანზე, მოვითხოვ ხელისუფლების გადადგომას
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით აქციებს აგრძელებს. პარლამენტის წინ დღეს აქცია 19:00 საათზეა დაგეგმილი. სარალიძე აცხადებს, რომ აქციებს იქამდე გააგრძელებს, ვიდრე მისი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან.

„ჩემი მთავარი მოთხოვნა არის შერჩევითი სამართალის დასამარება, მკვლელების მოშორება ამ ქვეყნიდან და მათი პასუხისგებაში მიცემა. დღეს ხელისუფლება იცავს ჩემი შვილის მკვლელებს, საქმის გამყალბებლებს და იმასაც არ აღიარებენ, რომ ჰქონდათ გადაცდომები გამოძიების ეტაპზე. მოვითხოვ ხელისუფლების გადადგომას. აქ აღარ არის უკვე საუბარი, რომელიმე კონკრეტულ მაღალჩინოსანზე. აქ ვიდგები მანამ, სანამ არ დაისჯება ყველა მკვლელი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ ზაზა სარალიძემ აქციები განაახლა. აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ მალხაზ მაჩალიკაშვილი და პანკისის ხეობის მცხოვრებლები. ზაზა სარალიძემ გუშინ შიმშილობა დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მისი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომაა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები