საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარების გამო, პირს სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობა შეეზღუდება
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარების გამო, პირს სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობა შეეზღუდება. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ნარკომანიის თემაზე საპატრიარქოს ორგანიზებით მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ესაა ერთ-ერთი შეზღუდვა, ისევე როგორც სანქციები იქნება გატარებული მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვის შემთხვევაში.

„უპირველეს ყოვლისა ყველამ, ვინც გადაწყვეტს, რომ მოიხმაროს კანაბისი, უნდა იცოდეს, რომ მას სერიოზული შეზღუდვები და სერიოზული კანონიერი ზემოქმედება ემუქრება - დაწყებული მართვის მოწმობის ჩამორთმევიდან ან შეზღუდვიდან, დამთავრებული სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის შესაძლებლობით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები