მაჰარემის თვე დაიწყო
გუშინ, 11 სექტემბერს მუსლიმანურ სამყაროში მუჰარემის თვე დაიწყო. ამ თვის მე-10 დღეს აშურას უწოდებენ. წელს აშურის დღე 20 სექტემბერს იქნება. ჰიჯრის კალენდრის პირველ ორ თვეს (მუჰარემის და საფარის თვეები) საქართველოს უმეტეს რეგიონში მუსლიმები ქორწილს არ იხდიან. ამის შესახებ ღვთისმეტყველი ელჩინ დაშდაოვი საუბრობს.

“ ამ თვის აღნიშვნა ძალიან ძველ თარიღს უკავშირდება. ეს შეიძლება ორად გავყოთ, პირველი - იმამ ჰუსეინის შემდგომი პერიოდი, ანუ ახლანდელი დრო და მეორე იმამ ჰუსეინამდე, როცა წინასწარმეტყველები ამ თვეს აღნიშნავდნენ. წინასწარმეტყველი მუსა და მუჰამედი თავის ნათქვამებში ამ მოვლენის შესახებ ლაპარაკობდნენ. არის მოვლენა როცა მუჰამედმა პატარობისას ჰუსეინს ყელზე აკოცა და თქვა, ამ ყელს ღმერთისთვის და ჩემი რელიგიისთვის დაჭრიანო.” - ამბობს ელჩინ დაშდაოვი

მისი თქმით ისლამში თითო წინადადებასა და შენიშვნას თავისი მნიშვნელობა აქვს. ყურბან ბაირამის დროს შესაწირს კლავენ და ჰაჯში მიდიან. რამაზანის თვეში მარხულობენ და ლოცულობენ. მუჰარემის თვის ლოცვები კი ადამიანების წამებისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლების შესახებაა. ელჩინ დაშდანოვმა მუჰარემის თვის აღნიშვნის შესახებაც ისაუბრა. მან ისიც აღნიშნა, რომ მუჰარემის თვეს აზერბაიჯანში, ირანშო, ერაყში, ლივანში და ინდოეთშიც კი აღნიშნავენ.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები