მარნეულის "სოფწყალს" წერეთელში წამოსული ამღვრეული წყლის მიზეზებისათვის არ მიუგნია
სოფელ წერეთელში ამღვრეული წყალი უკვე ერთ კვირაზე მეტია მოდის.

მარნეულის "სოფწყალმა" რადიო "მარნეულის" მიერ მათთან დაკავშირების მრავალი მცდელობის შემდეგ განმარტა, რომ დღეს, 13 სექტემბერს სასმელი წყლის მილების ორი ხაზი მთლიანად დაათვალიერეს, რომლებიდანაც წერეთელს წყალი მიეწოდება.

მათი აზრით ამღვრეული წყალი ახალი სატუმბო სადგურის გამო მოდის. მარნეულის „სოფწყალი“ ხვალ 14 სექტემბერს, ახალი სატუმბოს გამორთვასა და ძველი სატუმბოს ამუშავებას გეგმავს, რათა გაარკვიონ მართლაც ახალი სატუმბო სადგურიდან მიეწოდება წერეთლელებს ჭუჭყიანი წყალი თუ არა.

"სოფწყალში" ვერ გვპასუხობენ თუ როდის აღმოიფხვრება პრობლემა, რადგან როგორც თავად ამბობენ, პრობლემისათვსი ჯერ არ მიუგნიათ.

რადიო "მარნეული"
Print