მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი - მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეეშვას ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს მოსახლეობაზე
„მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეეშვას ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს მოსახლეობაზე“, – ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი სოციალურ ქსელში წერს, რომლითაც იგი მარიხუანას წარმოების შესახებ შსს–ს ახალ ინიციატივას ეხმიანება.
„ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ცივილიზაციის წინაშე ითვლება ვაზისა და ხორბლის სამშობლოდ. პური და ღვინო, რომლითაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აღასრულა უდიდესი საიდუმლო, რაც გულისხმობს ევქარისტიულ კავშირს ღმერთთან. ასეთ ქვეყანაში ხელისუფლებამ გადაწყვიტა მარიხუანის კულტივაცია და მისი რეალიზება. ვფიქრობ, ეს ინიციატივა შეიცავს უამრავ რისკს, რომ აღარაფერი ვთქვათ მორალურ მხარეზე. მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეეშვას ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს მოსახლეობაზე“, – აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები