განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ
ბატიაშვილის თქმით, სკოლის მასწავლებლების საშუალო ხელფასი 2022
წლისთვის 1500 ლარი იქნება, უმაღლესი საფეხურის პედაგოგების
ანაზღაურება კი 2000 ლარს მიაღწევს.
მისივე თქმით, 2019-21 წლებში ხელფასები ასევე გაეზრდებათ
დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს.
მანამდე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებდა, რომ სკოლის 10
000-მდე პედაგოგი გაზრდილ ხელფასს 2018-19 წლებში მიიღებს, 2022
წლისთვის კი ანაზღაურება გასამმაგდება.
ეს განცხადებები იყალთოს სამონასტრო კომპლექსთან, განათლების რეფორმის
ხედვის პრეზენტაციისას გაკეთდა.