2018 წლის 6 თვეში დაბადებულთა რაოდენობამ გარდაცვლილთა რიცხვს გადააჭარბა
საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში 24 312 ბავშვი დაიბადა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 23 603 ადამიანი. 2018 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 709 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის 3 რეგიონში ფიქსირდება: ქ. თბილისში (2 109), აჭარაში (1 041) და ქვემო ქართლში (674). ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება გურიას, იმერეთს, კახეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო ზვანეთს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლს, ამ რეგიონებში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.



ბუნებრივი მატება 2018 წლის 6 თვეში. ფოტო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები