სიახლე
ხელთუბნის მაცხოვრებლებმა ავტობანი გაათავისუფლეს და გორის მერიისკენ მიემართებიან
სოფელ ხელთუბნის მაცხოვრებლები, რომლებმაც რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს, აქციას გორის მერიასთან გამართავენ.
18 წლის თორნიკე მერებაშვილი გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. მომხდარზე თავდაპირველად გამოძიება სსსკ-ი 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გადაკვალიფიცირდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისმობ, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაღუპულის ოჯახი მიიჩნევს, რომ 18 წლის ახალგაზრდა მოკლეს და გარდაცვლილის სხეულზე არსებული დაზიანებები ავარიის შედეგად მიყენებული არაა.

“ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მოგვიანებით საქმეს სსსკ-ის 117 მუხლიც დაამატეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს არც ცივი და არც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები არ ეტყობოდა, ამ ეტაპზე ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებიან.

მერებაშვილის ოჯახი საგამოძიებო უწყებებს არ ენდობა, გარდაცვლილის ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ 18 წლის ახალგაზრდის მკვლელს ხელს აფარებენ და მთავარ პროკურორთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
აფხაზეთში, წებელდას რაიონში,
ჯავშანტრანპორტიორის ავარიას სამი რუსი სამხედრო პირი ემსხვერპლა,
კიდევ ორი სამხედრო სხეულის მძიმე დაზიანებებით
ჰოსპიტალიზებულია.
16:28 / 22.01.2019
აფხაზეთში, წებელდას რაიონში, ჯავშანტრანპორტიორის ავარიას სამი რუსი სამხედრო პირი ემსხვერპლა, კიდევ ორი სამხედრო სხეულის მძიმე დაზიანებებით ჰოსპიტალიზებულია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი
ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს.
16:20 / 22.01.2019
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს.
რაჭაში შოვში დაკარგულ 24 წლის კაცს მეცხრე დღეა
ეძებენ.
16:14 / 22.01.2019
რაჭაში შოვში დაკარგულ 24 წლის კაცს მეცხრე დღეა ეძებენ.
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარი
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი
გარდაიცვალა.
15:21 / 22.01.2019
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა.
თერთმეტი ადამიანი დაიღუპა და 14-ის გადარჩენა
მოხერხდა ქერჩის სრუტეში ორ გემზე მომხდარი ხანძრის
შედეგად.
14:25 / 22.01.2019
თერთმეტი ადამიანი დაიღუპა და 14-ის გადარჩენა მოხერხდა ქერჩის სრუტეში ორ გემზე მომხდარი ხანძრის შედეგად.
ვარკეთილში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის
ნამწვით მოწამვლის შედეგად ორი კაცი დაიღუპა.
13:32 / 22.01.2019
ვარკეთილში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამვლის შედეგად ორი კაცი დაიღუპა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში აცხადებენ,
რომ მაგთისა და ჯეოსელის მიერ პაკეტების საფასურის ზრდის არანაირი
საფუძველი არ არსეობს.
21:09 / 21.01.2019
კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში აცხადებენ, რომ მაგთისა და ჯეოსელის მიერ პაკეტების საფასურის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსეობს.
ბოლივიაში სამგზავრო ავტობუსი 130 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
16:43 / 21.01.2019
ბოლივიაში სამგზავრო ავტობუსი 130 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.