თბილისში, ავეჯის საამქროში ხანძარი გაჩნდა
თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ავეჯის საამქროში ხანძარი გაჩნდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა უკვე შეძლეს ცეცხლის ლოკალიზება. მათივე ინფორმაციით, დამწვარია 300 კვ.

მეტრი ფართობი. ადგილზე მუშაობს 6 სახანძრო - სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print