404 შეცდომა
მერიაში ათი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გასაუბრებები გრძელდება
მარნეულის მერიაში 10 ვაკანტრ პოზიციაზე თანამშრომლების მისაღებად კონკურსის მეორე ეტაპი გუშინ, 13 სექტემბერს დაიწყო .

კონკურსის მეორე ეტაპზე დასაქმების მსურველები გასაუბრებას გაივლიან.

გამარტივებული კონკურსი ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ღია და შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებზეა გამოცხადებული.

კომისიაში, რომელმაც მერიის თანამშრომლები უნდა აიყვანოს, „მანრეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ოლგა ენდელაძეც შედის. მისი თქმით გასაუბრების პროცესი ყველანაირი პროცედურის დაცვით მიმდინარეობს, მაგრამ კანდიდატების რაოდენობა მცირეა.

„სიების შედარებით დაახლოებით 30%-ია გამოცხადებული. სიებში უფრო მეტი ადამიანია ვიდრე რეალურად გამოცხადდა.“

ენდელაძე განმარტავს, რომ ის კონკურსანტები, რომლებიც გასაუბრებაზე არ გამოცხადდნენ ავტომატურად გამოეთიშებიან შერჩევის ეტაპს.

ამ ეტაპზე კომისიის წევრები გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ და მხოლოდ საკუთარ შენიშვნებს გამოთქვავენ.

გასაუბრების კომისიას მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე ხელმძღვანელობს.

გასაუბრებების ეტაპი 17 სექტემბერს დამთავრდება.

რადიო „მარნეული“


Print