საიმერლოს საჯარო სკოლამ 44 პირველკლასელი მიიღო
დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოს სკოლებში სწავლა დაიწყო. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის კარი დღეს 44 -მა პირველკლასელმა შეაღო. ადვილად შეამნევდით თითოეული ბავშვის გაკვირვებულ თვალებს. სკოლის დირექტორმა, ნინო მთავრელიძემ დღეს გასული სასწავლო წელი შეაჯამა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა. ჩვენთან საუბარში მთვარელიძე ამბობს, რომ ახალ სასწავლო წელს შემართებით იწყებენ.



კიდევ ერთხელ ვულოცავ საიმერლოს საჯარო სკოლას და სრულიად საქართველოს 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებას. ყველას წარმატებულ და ნაყოფიერ წელს ვუსურვებ. განსაკუთრებით მინდა მივულოცო პირველკლასლებს, რომლებმაც პირველად შემოაღეს ჩვენი სკოლის კარი და ესეთი ანთებული თვალებით დაემთავრებინოთ 12 კლასი ჩვენს სკოლაში“- ამბობს ნინო მთვარელიძე

სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განათლების სამინისტრომ ნოუთბუქები გადასცა. მეექვსე კლასამდე მოსწავლეებს კი ახალი სახელმძღვანელოები. საიმერლოს სკოლაში ამჟამად  335 მოსწავლე ირიცხება.
მარნეულის სკოლებმა წელს  დაახლოებით 1900 პირველკლასელი მიიღო. 

რადიო "მარნეული"





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები