აფხაზეთში პირველი კუპიურა გამოუშვეს
აფხაზეთში პირველი ქაღალდის ფული [500 “აფსარი”- 5 ათასი რუსული რუბლის ექვივალენტი – დაახლოებით, 73 აშშ დოლარი] დაბეჭდეს. ოფიციალური ინფორმაციით, ბანკონტი საიუბილეოა და “აფხაზეთის სამამულო ომში გამარჯვების 25 წლისთავისადმია” მიძღვნილი.

დე ფაქტო რესპუბლიკის ეროვნული ბანკის თავმჯდომარის ბესლან ბარათელიას თქმით, “პირველი აფხაზური კუპიურა, რომელზეც პირველი პრეზიდენტი, ვლადისლავ არძინბაა გამოსახული, ისტორიული მოვლენაა არა მხოლოდ აფხაზეთის ბანკისთვის, არამედ მთელი რესპუბლიკისთვის”.

მისივე განცხადებით, ბანკნოტი მიმოქცევაში 2018 წლის 29 სექტემბერს ჩაეშვება და მისი ტირაჟი 10 000-ია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები