ორი გარდაბნელი სპორტსმენი გერმანიაში გასამართი შეჯიბრისთვის ემზადება
6 ოქტომბერს გერმანიაში, ქალაქ ვენდენში "Energy Fight Night 2018" პროფესიონალური შეჯიბრი გაიმართება.

შეჯიბრში საქართველოდან ორი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. გერმანიაში გამართულ შეჯიბრზე ევროპის და აზიის ქვეყნებიდანაც იქნებიან სპორტსმენები წარმოდგენილნი.

ჩემპიონატზე მონაწილეობას გარდაბანში მცხოვრები ისფაჰან ალიევი და ამინ ხალილოვი მიიღებს. ისფაჰან ალიევი 64 კგ კატეგორიაში იბრძოლებს და მისი კონკურენტი გერმანელი სპორტსმენი, ჯავიდ იბრაჰიმლი იქნება. 62 კგ კატეგორიაზე მონაწილე ემინ ხალილოვი კი არაბ სპორცმენთან ჰუსეინ ბეროს შეებრძოლება.
ორივე სპორცმენი "WFMC" შეჯიბრის ცენტრის სპროცმენები არიან, რომლებიც ცენტრის დირექტორის, ტოფიგ აკბეროვის ხელმძღვანელობით იღებენ შეჯიბრში მონაწილეობას.

უკვე ერთ თვეზე მეტია საქართველოს სპორტსმენები გერმანიის ქალაქ ვენდენში გასამართ შეჯიბრისთვის ემზადებიან.
აღსანიშნავია, რომ ისფაჰან ალიევი 14 აპრილს გერმანიის ქალაქ ჰაიგერში გაამრთული WFMC ვერსიის პროფესიონალური K-1 (კიგბოქსინკი) შეჯიბრში იღებდა მონაწილეობას და 62.5 კგ კატეგორიაზე ევროპის ქამარისთვის იბრძოლა და კონკურენტი გერმანელი მაქს მუსალჩიკი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები