404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/12/7fcf3627496ce224458a36d4e8f05639.jpg" not exists.

14 ვაკანტური ადგილი და 183 კანდიდატი - მერიაში გასაუბრების ეტაპი დასრულდა
მარნეულის მერიაში 14 ვაკანტურ ადგილზე გასაუბრებების ეტაპი დასრულდა.

როგორც ჩვენთან საუბრისას მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ თქვა, გასაუბრების ეტაპზე 183 კანდიდატი გამოცხადდა.

„კანდიდატები საკმაოდ კარგად იყვნენ მომზადებული და მობილიზებულები ჩანდნენ. იყო პოზიციები სადაც კონკურსი შედარებით დიდი იყო და კანდიდატებიც გარკვეულწილად მეტად მობილიზებულები იყვნენ და ასევე იყო გარკვეული პოზიციები სადაც შეიძლება მეტად კვალიფიციური კადრი იყოს საჭირო.“

ნინო დეკანოიძემ ასევე თქვა, რომ ამ ეტაპზე კომისიის გადაწყვეტილებებს შეაჯამებენ, რის შემდეგაც კონკურსანტებს შედეგებს გააცნობენ.

გამარტივებული კონკურსი ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ღია და შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებზეა გამოცხადებული.

კომისიაში, რომელმაც მერიის თანამშრომლები უნდა აიყვანოს, „მანრეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ოლგა ენდელაძეც შედის. მისი თქმით გასაუბრების პროცესი ყველანაირი პროცედურის დაცვით გაიმართა, მაგრამ კანდიდატების რაოდენობა მცირე იყო.

„სიების შედარებით დაახლოებით 30%-ია გამოცხადებული. სიებში უფრო მეტი ადამიანია ვიდრე რეალურად გამოცხადდა.“

ენდელაძე განმარტავს, რომ ის კონკურსანტები, რომლებიც გასაუბრებაზე არ გამოცხადდნენ ავტომატურად გამოეთიშებიან შერჩევის ეტაპს.

14 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსის მეორე ეტაპი 13 სექტემბერს დაიწყო და 17 სექტემბერს დასრულდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები