მუჰარემის თვის მერვე დღეს მოსახლეობას შესაწირი დაურიგდა
დღეს, 18 სექტემბერს მუჰარემის თვესთან დაკავშირებით მარნეულის ბაზრის ტერიტორიაზე მოსახლეობას შესაწირი დაურიგდა. შესაწირი სუფრა სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოსა და იმამ ალის საქველმოქმედო ფონტის ორგანიზებით და ასევე მოსახლეობის დახმარებით გაიხსნა.

მუჰარემის თვის პირველივე დღიდან, 10 სექტემბრიდან დღემდე ბაზრის ტერიტორიაზე მოსახლეობას ჩაი და ტკბილეული, მე-8 დღეს კი საჭმელი დაურიგდათ. ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს შეიხმა სეიდ მირტაგი ასადოვმა ისაუბრა.

„ამის მიზანი ისაა, რომ იმამის სკოლა გაგრძელდეს. ეს არის ჩვენი ვალი. მადლობას ვუხდი ახალგაზრდებს, ყველას ვინც მოვიდა და დაგვეხმარა. ჩვეულებრივი მოქალაქეები მოიდან და გვეხმარებიან. მათ გულში იმამის სიყვაული არსებობს“

მირტაგი ასადოვმა ისიც აღნიშნა, რომ 19 სექტემბერს მარნეულში თასუას სიარული გაიმართება და ეს მუჰარების თვის მე-9 დღეს დაემთხვევა.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები