დაზუსტებული ინფორმაციით, საქართველოში 3.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
დაზუსტებული ინფორმაციით, საქართველოში დღეს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრმა მიწისძვრის შესახებ ვებგვერდზე დაზუსტებული ინფორმაცია განათავსა, რომლის თანახმად, მიწისძვრა 15:13 საათზე მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ ნორიოში იყო, სიმძლავრემ კი, 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

ამასთან, საქართველოში 2.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 17 სექტემბერსაც მოხდა, რომლის ეპიცენტრი თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, სოფელ პატარა ლილოსთან დაფიქსირდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები