თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი
იარაღით დაჭრეს. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.
როგორც შსს-ს ნეტგაზეთში უთხრეს, გამოძიება ორი მუხლით – 117-ე და
236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა
და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას
გულისხმობს.