ცხვარიჭამიის ნაკრძალ-თავშესაფრში მგელმა გვირაბი გათხარა და გაიპარა
გუშინ, 23 სექტემბერს, დილით ცხვარიჭამიის დათვების ნაკრძალ-თავშესაფრის ელექტრო ღობის ქვეშ მგელმა გვირაბი გაიყვანა და გაიპარა. მგელს, სახელად სერი, მესამე დღეა ეძებენ, თუმცა მისი პოვნის იმედი ნაკლებად აქვთ.
ინფორმაციას თავდაპირველად თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის გვერდმა გაავრცელა. გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ეს მგელი ცხვარიჭამიის ნაკრძალ-თავშესაფარში 3 დღის წინ ყაზბეგის რაიონის სოფელ კობიდან მიიყვანეს.

მგელს სახელად სერი ქვია და 1.4 წლისაა. ცხვარიჭამიის ნაკრძალ-თავშესაფრის დამფუძნებლის, სოსო ჯიქურიშვილის ინფორმაციით, ის ადამიანთან კომუნიკაციაში არ შედის და არც თავს ესხმის. მისი თქმით, სავარაუდოდ, სერი საბუდარას ტყეში არ გაჩერდება, რადგან ასაკიდან გამომდინარე ეცდება მეწყვილეს პოვნას.

ჯიქურაშვილის თქმით, თავშესაფარში მგელი აქამდე არასდროს ყოლიათ, ხოლო ვოლიერი, სადაიდანაც მგელი გაიპარა, დათვისთვის იყო განკუთვნილი.

მგლის ეს სახეობა გადაშენების საფრთხის ქვეშაა და შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. სოსო ჯიქურაშვილის ინფორმაციით, სერის ყოფილი მეპატრონე ბრაკონიერობისთვის დააჯარიმეს მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაცია თავად მიაწოდა.

როგორც ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე ამბობს, ყველა ბრაკონიერი ყვება, თითქოს მგლის ლეკვი ან დათვის ბელი ახლობელმა აჩუქა გასაზრდელად ან ცხოველები საკუთარი სურვილით მივიდნენ მათთან, რაც ფაქტობრივად წარმოუდგენელია. სოსო ჯიქურაშვილის თქმით, ბრაკონიერები ხოცავენ დედა დათვებს, მგლებსა და სხვა ცხოველებს, ხოლო უმწეო მდგომარეობაში მყოფი მათი ნაშიერები მიჰყავთ სახლში ან პირდაპირ ხაფანგებით იჭერენ მათ.

წყარო: ნეთგაზეთი

მგელი – სერი

თუ შეამჩნევთ მგელს, დარეკეთ:

  • გარემოს დაცვის ცხელი ხაზი – 153
  • სოსო – 555 38 33 66

მგლის ეს სახეობა გადაშენების საფრთხის ქვეშაა და შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში. სოსო ჯიქურაშვილის ინფორმაციით, სერის ყოფილი მეპატრონე ბრაკონიერობისთვის დააჯარიმეს მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაცია თავად მიაწოდა.

როგორც ცხოველთა თავშესაფრის მეპატრონე ამბობს, ყველა ბრაკონიერი ყვება, თითქოს მგლის ლეკვი ან დათვის ბელი ახლობელმა აჩუქა გასაზრდელად ან ცხოველები საკუთარი სურვილით მივიდნენ მათთან, რაც ფაქტობრივად წარმოუდგენელია. სოსო ჯიქურაშვილის თქმით, ბრაკონიერები ხოცავენ დედა დათვებს, მგლებსა და სხვა ცხოველებს, ხოლო უმწეო მდგომარეობაში მყოფი მათი ნაშიერები მიჰყავთ სახლში ან პირდაპირ ხაფანგებით იჭერენ მათ.გუშინ, 23 სექტემბერს, დილით ცხვარიჭამიის დათვების ნაკრძალ-თავშესაფრის ელექტრო ღობის ქვეშ მგელმა გვირაბი გაიყვანა და გაიპარა. მგელს, სახელად სერი, მესამე დღეა ეძებენ, თუმცა მისი პოვნის იმედი ნაკლებად აქვთ.

მგელი – სერი

ინფორმაციას თავდაპირველად თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფრის გვერდმა გაავრცელა. გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ეს მგელი ცხვარიჭამიის ნაკრძალ-თავშესაფარში 3 დღის წინ ყაზბეგის რაიონის სოფელ კობიდან მიიყვანეს.

მგელს სახელად სერი ქვია და 1.4 წლისაა. ცხვარიჭამიის ნაკრძალ-თავშესაფრის დამფუძნებლის, სოსო ჯიქურიშვილის ინფორმაციით, ის ადამიანთან კომუნიკაციაში არ შედის და არც თავს ესხმის. მისი თქმით, სავარაუდოდ, სერი საბუდარას ტყეში არ გაჩერდება, რადგან ასაკიდან გამომდინარე ეცდება მეწყვილეს პოვნას.

ჯიქურაშვილის თქმით, თავშესაფარში მგელი აქამდე არასდროს ყოლიათ, ხოლო ვოლიერი, სადაიდანაც მგელი გაიპარა, დათვისთვის იყო განკუთვნილი.

თუ შეამჩნევთ მგელს, დარეკეთ:

გარემოს დაცვის ცხელი ხაზი – 153
სოსო – 555 38 33 66

Print