უკანონო ნადირობის 248 შემთხვევა გამოვლინდა
ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთი თვის მანძილზე, ქვეყანაში და მათ შორის ქვემო ქართლში უკანონო ნადირობისა და აკრძალული იარაღების გამოყენების 248 ფაქტი გამოვლინდა.ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ეგრეთ წოდებული „მანოკი“ რომელითაც მოქალაქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდა და შემდეგ მათზე ნადირობა.

უწყების ინფორმაციით, ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან „ მანოკი“ არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები