მარნეულის მუნიციპალიტეტის სამი სკოლა სპეციალური მასწავლებლის მოლოდინშია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სამი სკოლა სპეციალური მასწავლებლის მოლოდინშია. შაუმიანის მე-2 საჯარო სკოლას, მარნეულის მე-7 საჯარო სკოლას და ჩანახჩის საჯარო სკოლას სპეციალური მასწავლებლის მისაღებად ვაკანსია აქვს გამოცხადებული.

მარნეულის მასშტაბით დაახლოებით 35 სპეციალური მასწავლებელია.

აღსაიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტმა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ინკლუზიური განათლების მიმართულებით ცვლილება შეიტანა და სპეციალური მასწავლებელი სტატუსით მასწავლებელს გაუთანაბრდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე სპეციალური მასწავლებლის სამუშაო დატვირთვა და სახელფასო განაკვეთი გაუთანაბრდება მასწავლებელს.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები