რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს
რუსეთი ქართველ პარტნიორებს აფრთხილებს, რომ თბილისის არამეგობრული ქმედებები საერთაშორისო ტრიბუნებზე, საფრთხის წინაშე აყენებს 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაზეთ “იზვესტიასთან” ინტერვიუში განაცხადა.

კარასინი აცხადებს, რომ “თბილისი კვლავაც არ მოდის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე”, საერთშორისო მოედნებზე რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ გამოსვლებს აგრძელებს და NATO-ს სტრატეგიაში მონაწილეობს.

“პირდაპირ ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ ასეთი ქცევა საფრთხის წინაშე აყენებს 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს, რომლის ნაყოფითაც დღეს ორივე მხარის მოქალაქეები სარგებლობენ”.

მისივე თქმით, დღესდღეობით რუსეთ-საქართველოს შორის საგარეო სავაჭრო და ტრანსპორტის სფეროებში პროგრესი სახეზეა და ასეთ პირობებში არ არის გამორიცხული უვიზო რეჟიმის შემოღება რუსეთის მხრიდანაც, თუმცა, კარასინი ამბობს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ხელისშემშლელი ფაქტორია.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ გაწყვიტა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები