გარემოსდაცვითი ორგნიზაცია მარნეულში წყლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მუშაობს
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) მარნეულში საპილოტე პროგრამების განხორციელების მეორე ეტაპს აქტიურად იწყებს. როგორც CENN-ის კოორდინატორი მარიკო წიქორიძე ჩვეენთან საუბარში ამბობს, ორგაიზაცია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, 2018 წლიდან ახორციელებს პროექტს „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ , რომლის მიზანია სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, ბაღებში, სკოლებში ამბულატორიებში, თავშესაფრებში წყლის და სანიტარიის მდგომარეობის განსაზღვრას. რეკომენდაციების დადების შემდეგ კი სხვადასხვა ობიექტებში მდგომარეობის გააუმჯობესება. 



მარნეულში დაახლოებით 20 ობიექტია შერჩეული. ერთ-ერთია სოფელ ყიზილაჯლოს საბავშვო ბაღში სასმელი წყლის პრობლემა. ლაბორატორიული დასკვნის შედეგად წყალი დასალევად გამოუსადეგარი აღმოჩნდა. პროექტს „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად " ფარგლებში შეიცვალა მილები. როგორც მარიკო წიქორიძე ამბობს ახლა იგეგმება ავზებისა და ბინულების შეძენა.



მარნეულში 2018 წელს ჩამოყალიბდა მარნეულის მუნიციპალიტეტის WASH საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობა შედის და პრიორიტეტების განსაზღვრაზე ზრუნავენ. სწორედ პრიორიტეტების ჩამონათვალშ შედის მეექვსე საჯარო სკოლის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება



მარნეულში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მარნეულში პროექტების განხორციელება გაგრძელდება. ამისათვის მარნეული მერიასა და CENN- ის ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 4 ოქტომბერს გაფორმდა.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები