სარფში არადეკლარირებული ოქროს ზოდები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვები პუნქტში ,,სარფი“, არადეკლარირებული ოქროს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 6 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, რ.დ.ბ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 9372 ლარის ღირებულების, 5 ცალი, არადეკლარირებული ოქროს ზოდი (საერთო წონა, 100 გრამი) აღმოაჩინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 9372 ლარის ოდენობით შეეფარდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები