სიახლე
დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა
გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ სალომე ზურაბიშვილს 50 ათასი ლარი შესწირა. დეპუტატი სექტემბერში აცხადებდა, რომ მას სალომე ზურაბიშვილი კამპანიის დასაფინანსებლად სახსრები არ ჰქონდა.

“მე მის [სალომე ზურაბიშვილის] საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში რა წვლილი უნდა შევიტანო? სად მაქვს მაგის სახსრები, რომ მე მისი დაფინანსება შევძლო“, – უპასუხა 10 სექტემბერს იოსებ მაკრახიძემ რადიო მოზაიკის კითხვას პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა “ქართულმა ოცნებამ” სწორედ 10 სექტემბერს გამოუცხადა.

“ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა მანამდე განაცხადა, რომ პრეზიდენტობის ამა თუ იმ კანდიდატისადმი მხარდაჭერა შეიძლება გამოიხატოს ფინანსური რესურსის მიმართვაში ამ კანდიდატის საარჩევნო ფონდში.

“სალომე ზურაბიშვილს თუ “ქართული ოცნება“ დაუჭერს მხარს, მეც დავუჭერ“, – განუცხადა მაკრახიძემ რადიო მოზიკას.

იოსებ მაკრახიძე შპს “იბოლიას” მეწილეა. ის “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი იყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად კი გორში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი გახდა.

ბოლო ორ დღეში სალომე ზურაბიშვილმა 353 757 ლარის შემოწირულობა მიიღო.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დედაენის ბაღში, სადაც “გირჩის” მიერ ორგანიზებული “კანაფის
ლეგალიზების ფესტივალი” მიმდინარეობდა, პოლიციამ ზურაბ ჯაფარიძე
დააკავა.
21:41 / 20.10.2018
დედაენის ბაღში, სადაც “გირჩის” მიერ ორგანიზებული “კანაფის ლეგალიზების ფესტივალი” მიმდინარეობდა, პოლიციამ ზურაბ ჯაფარიძე დააკავა.
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში,
2016 წელს ამოღებული ჩანაწერების შესახებ ქართულ მხარეს
ბრიტანეთისთვის არ უცნობებია.
13:37 / 19.10.2018

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში, 2016 წელს ამოღებული ჩანაწერების შესახებ ქართულ მხარეს ბრიტანეთისთვის არ უცნობებია.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2018 წლის
სექტემბერში საქართველოში 139.460 მლნ.კვტსთ ელექტროენერგიის იმპორტი
განხორციელდა,
13:01 / 19.10.2018
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2018 წლის სექტემბერში საქართველოში 139.460 მლნ.კვტსთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა,
2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან სიგარების, სიგარეტებისა
და სიგარილების ექსპორტმა 100 მილიონ 461 ათასი დოლარი შეადგინა,
12:59 / 19.10.2018
2018 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან სიგარების, სიგარეტებისა და სიგარილების ექსპორტმა 100 მილიონ 461 ათასი დოლარი შეადგინა,
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის,
12:53 / 19.10.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის,
“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 18
ოქტომბერს, პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგის შესახებ მომზადებული
პარტიის შიდა კვლევის შედეგები გაასაჯაროა.
12:13 / 19.10.2018
“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 18 ოქტომბერს, პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგის შესახებ მომზადებული პარტიის შიდა კვლევის შედეგები გაასაჯაროა.
თბილისის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა
სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს 10-კაციანი ჯგუფი, რომელთაც ბრალად
ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდება ედებათ.
12:11 / 19.10.2018
თბილისის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს 10-კაციანი ჯგუფი, რომელთაც ბრალად ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდება ედებათ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ტექნიკური
ინსპექტირების 10 ცენტრი ინსპექტირების
12:05 / 19.10.2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ტექნიკური ინსპექტირების 10 ცენტრი ინსპექტირების
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით
ვიდეო სიახლეები