რ2-ის სკანდალური ჩანაწერი სუბელიანის მონაწილეობით ხორავას ქუჩის საქმეზე – დეტალები
“რუსთავი2” ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს, რომლებშიც, ტელეარხის ცნობით, ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებული პტოკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროსა და გენ. ინსპრქციის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ.

ტელეარხის ინფორმაციით, ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სუბელიანი მის მიმართ ხელისუფლების ქცევით უკმაყოფილოა და იმ კომპრომატებზე საუბრობს, რომელიც სახელმწიფოს მიმართ გააჩნია; ასევე ისმის საუბრები, რომლის მიხედვითაც ის ხელისუფლებასთანაა გარიგებული და იცის, რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში.

“რუსთავი2” იუწყება, რომ ჩანაწერები ახალია, პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის, ვინაიდან მასში რამდენჯერმე იხსენიებენ ომეგა ჯგუფის დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს, რომელმაც “რუსთავი2”-ის ეთერით ხელისუფლებას რიგი ბრალდებები წაუყენა. ოქუაშვილი კი პირველად რ2-ის ეთერში 2 კვირის წინ გამოჩნდა.

“ნეტგაზეთს” დამოუკიდებლად არ გადაუმოწმებია ჩანაწერების ავთენტურობა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები