404 შეცდომა
ლამბალოში გატაცებულ 17 წლის გოგოს მეოთხე დღეა ეძებენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გატაცებულ 17 წლის გოგოს მეოთხე დღეა ეძებენ. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

12 ოქტომბერს ორმა პირმა 17 წლის გოგო სახლიდან უმცროსი დის თანდასწრებით მოიტაცა.

„სკოლიდან ახალი დაბრუნებული იყო. სახლში დასთან, 14 წლის გოგოსთან ერთად იმყოფებოდა. ორი მანქანით მისულა ის ბიჭი, ნათესავებსა და ძმაკაცებთან ერთად. სად წაიყვანეს, არ ვიცით. ის ბიჭიც ჩვენი სოფლიდანაა, 24 წლის იქნება“, - უთხრა „რეგინფოს“ მუბარიზ მამედოვმა.

გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

წყარო: liberali.ge
Print