საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ 39 წლამდე
მამაკაცს მე-5 დღეა ეძებენ.
არაზ სახიბ ოღლი ალიევი ბოლოს 11 ოქტომბერს თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტში ნახეს, სადაც ის მწყემსად მუშაობდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად ინტენსიური
სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.