სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ 39 წლამდე მამაკაცს მე-5 დღეა ეძებენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ 39 წლამდე მამაკაცს მე-5 დღეა ეძებენ.
არაზ სახიბ ოღლი ალიევი ბოლოს 11 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ნახეს, სადაც ის მწყემსად მუშაობდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print