საინვესტიციო თანხების აუთვისებლობის გამო, ბიუჯეტმა 1,6 მილიონის ჯარიმა გადაიხადა
საინვესტიციო პროექტებზე გათვალისწინებული ფულის აუთვისებლობის გამო, ბიუჯეტს ჯარიმის გადახდა მოუწია. ამის შესახებ საუბარია აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც უწყებამ 2019 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში, იმის გამო, რომ კრედიტით გამოყოფილი ფულის ათვისება ვერ მოხერხდა, 1,6 მილიონი ლარის ოდენობის ვალდებულების გადასახადი იქნა გადახდილი. (კონტრაქტების ნაწილი ითვალისწინებს მსესხებლისთვის ვალდებულების გადასახადის დაკისრებას სესხის აუთვისებელ ნაწილზე).

,,2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტით დაფინანსება ეზრდება ისეთ საინვესტიციო პროექტებს (18 პროექტი), რომელთა შესრულების მაჩვენებელი 2018 წლის 8 თვის მდგომარეობით 9 თვის გეგმასთან მიმართებაში 50%-ზე დაბალია. კრედიტის სახით გამოყოფილი სახსრების დაგვიანებით ათვისება ზრდის სესხის მომსახურების ხარჯებს. „-ნათქვამია დოკუმენტში.

წყარო: bm.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები