შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს კიბერდანაშაულის
რაოდენობა გაორმაგდა.
კრიმინალის სტატისტიკის მიხედვით, პირველ რვა თვეში ამ ტიპის
დანაშაულის სულ 613 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2017 წლის ანალოგიური
პერიოდის მაჩვენებელს 111%-ით აღემატება.
ამ ტიპის დანაშაულების ზრდასთან ერთად, შემცირებულია მათი გახსნის
მაჩვენებელიც. 2017 წლის რვა თვეში სამართალდამცავებმა კომპიუტერული
დანაშაულების 23% გახსნეს, 2018 წელს კი ეს რიცხვი 11.7%-მდე არის
შემცირებული. ანუ კიბერდანაშაულის თითქმის 90% გაუხსნელი რჩება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კიბერდანაშაული
რამდენიმე მუხლით ისჯება, ესენია:
• მუხლი 284 - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ამ
მუხლისთვის დაწესებული მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა;
• მუხლი 285 - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის
უკანონოდ გამოყენება, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 3-წლიანი
პატიმრობაა;
• მუხლი 286 - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის
ხელყოფა, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს სხვა კატეგორიის
დანაშაულების რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა. შინაგან საქმეთა
სამინისტრომ რვა თვის განმავლობაში სულ 38,578 კანონდარღვვევა
აღრიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58%-ით მეტია.
ამასთანავე, 2017 წელს არსებული 52%-დან დანაშაულების გახსნის
მაჩვენებელი 36%-მდე არის შემცირებული.
წყარო: bm.ge