მარნეულის სამ სოფელში 34 989 ლარად შიდა გზები მოიხრეშება
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ სადახლოში, ხულდარასა და მოლაოღლიში შიდა გზების მოხრეშვისათვის 34 989 ლარის ტენდერი გამოაცხადა.

სამივე სოფელში, ჯამში 9 850 კვ.მ გზა მოიხრეშება. სადახლოში 2 000 კვ.მ, ხულდარაში 6 500 კვ.მ, ხოლო მოლაოღლიში 1 350 კვ.მ გზა.

მერიის მიერ გამოქვეყნებული ნახაზებიდან ჩანს, რომ სადახლოში მოსახრეში შიდა გზა 6 ოჯახამდე მიდის.



ხულდარაში მოსახრეში შიდა გზის ერთი ნაწილი სამ სახლს შემოსაზღვრავს, ხოლო დანარჩენი ორი ნაწილი დასახლებულ ქუჩებზე გადის.



სოფელ მოლაოღლიში მოსახრეში შიდა გზა მხოლოდ ერთ ოჯახამდე მიდის.



ტენდერი გუშინ, 15 ოქტომბერს დასრულდა და მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ ამხანაგობა „ონიქს პლიუსმა“ მიიღო. „ონიქს პლიუსმა“ მარნეულის მერიას ზემოაღნიშნული სამუშაოების შესრულება 27 992 ლარად შესთავაზა.

ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში სატენდერო წინადადებების განხილვა მიმდინარეობს.

ტენდერის მიხედვით, შიდა გზების მოხრეშვის სამუშაოები შესაბამის კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში უნდა შესრულდეს.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები