ნიკოლ ფაშინიანი გადადგა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გადადგა.
სომხური მედიის ინფორმაციით, ფაშინიანმა განცხადება დღეს საღამოს, პირდაპირი ეთერით გააკეთა.

ფაშინიანმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპარლამენტო ძალებმა დაარწმუნეს, რომ მთავრობის მეთაურის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას არ აპირებენ.

ფაშინიანის ბოლო სცენარის შესაბამისად, მისი გადადგომის შემდეგ პარლამენტი ორივე ჯერზე ვერ აირჩევს პრემიერ-მინისტრს, რის შემდეგაც პარლამენტს დაითხოვენ და ახალი ვადამდელი არჩევნები გამოცხადდება.

ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ერევნის პარლამენტთან ათასობით ადამიანი 2 ოქტომბერს გამოვიდა. ფაშინიანმა მაშინ განაცხადა, რომ მრავალათასიანმა სპონტანურმა მიტინგმა დაადასტურა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები საყოველთაო მოთხოვნაა და ის, ვინც მის ჩატარებას შეეწინააღმდეგება, სომეხ ხალხს ომს გამოუცხადებს.

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერის პოსტი 2018 წლის 8 მაისს, ხანგრძლივი საპროტესტო აქციების შემდეგ დაიკავა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას დღემდე ყოფილი მმართველი პარტია “რესპუბლიკელები” წარმოადგენს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები