404 შეცდომა
რუსთავში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა
რუსთავში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კაცი ამ მშენებლობაზე იყო დასაქმებული. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც “ნეტგაზეთს” რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებული უგონო მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით იძიებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

წყარო: ნეთგაზეთი
Print