ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2018 წლის
სექტემბერში საქართველოში 139.460 მლნ.კვტსთ ელექტროენერგიის იმპორტი
განხორციელდა,
რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (132.853
მლნ.კვტსთ) დაახლოებით, 5%–ით მეტია.
იმპორტირებული ელექტროენერგიის უდიდესი წილი რუსეთის ფედერაციაზე
მოდის – 134.750 მლნ.კვტსთ. ეს მაჩვენებელი გასული წლის სექტემბრის
მონაცემებზე (52.281 მლნ.კვტსთ) 61%–ით მეტია. აზერბაიჯანიდან
საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 4.710 მლნ.კვტსთ ელექტროენერგიის შეძენა
დაფიქსირდა, გასული წლის სექტემბერში კი ამავე ქვეყნიდან – 80.572
მლნ.კვტსთ.
ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2018 წელს საერთო
ჯამში, საქართველოში სავარაუდოდ, 1 430.1 მლნ.კვტსთ ელექტროენერგიის
იმპორტი განხორციელდება.
რაც შეეხება ექსპორტს, სექტემბერი ამ მხრივ პასიური თვე იყო, ისევე,
როგორც გასულ წელს. 2017 წლის სექტემბერში საქართველოდან 0.061
მლნ.კვტსთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, 2018 წლის
სექტემბერში კი – 0.119 მლნ.კვტსთ.