ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში,
2016 წელს ამოღებული ჩანაწერების შესახებ ქართულ მხარეს
ბრიტანეთისთვის არ უცნობებია.
ამის შესახებ ინფორმაციას OC Media ბრიტანეთის პოლიციაზე დაყრდნობით
ავრცელებს.
“სარის[ინგლისის ერთ-ერთი საგრაფო] პოლიციას აღნიშნულ მოვლენებზე
საქართველოს ოფიციალური პირები არ დაკონტაქტებიან, თუმცა [სამომავლოდ]
მივესალმებით მათი მხრიდან ამ ინფორმაციის გაზიარებას”, – უთხრა
გამოცემას ბრიტანულმა მხარემ. მათი თქმით, ცნობა ბოლო მოვლენების
შესახებ მედიიდან შეიტყვეს.
საპასუხოდ OC Media-ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში უთხრეს, რომ
მკვლელობის მომზადების სცენარი და უშუალოდ სიკვდილი ერთმანეთთან
დაკავშირებული არაა.
“ეს ორი სრულიად განსხვავებული საქმეა. ესაა საქმე მკვლელობის
მომზადების შესახებ, რომელშიც ოთხი პირია ეჭვმიტანილი”, – აცხადებენ
უწყებაში.