404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/09/12/7fcf3627496ce224458a36d4e8f05639.jpg" not exists.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა
მარნეულის მუნციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა. ბიუჯეტში საკუთარი შემოსულობები, კერძოდ ჯარიმები, სანქციები და საურავები გაიზარდა 270 020 ლარით. ხოლო 135 200 ლარით შემცირდა წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ხარჯები. გამოთავისუფლებული 405 200 ლარი სამი მიმართულებით გადანაწილდა.
  1. 250 600 ლარი - საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა.
  2. 31 000 ლარი - მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მოწყობა.
  3. 123 600 ლარი - სპორტული ობიექტების მოწყობა-რეაბილიტაცია.
ამ ცვლილებების შედეგად მარნეულის მუნიცპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტით შემოსულობები განისაზღვრა 25 877 000 ლარით, გადასახდელების ნაწილი განისაზღვრა 28 768 500 ლარით, ნაშთის ცვლილებამ კი 2 891 400 ლარი შეადგინა.

როგორც მარნეულის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ გვითხრა, წინასაარჩევნო პერიოდში ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა აკრძალულია, მაგრამ ამ შემთხვევაში ბიუჯეტში პროგრამული ცვლილებები შედის, რისი უფლებაც საკრაბულოს აქვს.

დღეს, 19 ოქტომბერს მარნეულის მუნციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად 7 საკითხი იყო გატანილი. საკრებულოს წევრებმა ყველა საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები