სიახლე
მალხაზ კობაურის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ
ხადას ხეობაში სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. კერძოდ, ადვოკატები მოითხოვენ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს 78-ე მუხლი, რაც დაცვას მისცემს უფლებას მალხაზ კობაურთან ერთად დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების.

„სასამართლომ იგივე ხელწერით იმუშავა და მალხაზ კობაური კვლავ პატიმრობაში დატოვა. ასევე, გამოძიებამ ხელი შეუშალა საგამოძიებო ექსპერიმენტს და ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა არც სასამართლომ.

მივიღეთ გადაწყვეტილება და მოვამზადეთ საკონსტიტუციო სარჩელი, რადგან გვეზღუდება საგამოძიებო მოქმედების ჩატარება. ჩვენ გვეზღუდება პატიმრის დროებით გამოყვანის შესაძლებლობა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩასატარებლად.

ჩვენ ხვალ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ", - განაცხადა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.

მისივე თქმით, გამომძიებელი ბექა აკობია პატივს არ სცემს კანონს და ყოველგვარი შეთანხმების გარეშე მას სურს შევიდეს ბრალდებულთან და მოლაპარაკება აწარმოოს ჩვენების მისაცემად.

„ეს მიანიშნებს, რომ გამოძიებას უჭირს. ჩვენ შესაბამის რეაგირებას განვახორციელებთ“, - აღნიშნა ვასილ მამულაშვილმა.

მალხაზ კობაურის ადვოკატები ასევე აპირებენ, რომ მოკლული სმიტების ოჯახის წევრებთან ამერიკაში ჩავიდნენ და ისინი გამოკითხონ.

„სმიტების ოჯახის წევრების პოზიცია არ არის ჩვენთვის ცნობილი და ვაპირებთ მათ გამოკითხვას პირისპირ. იმედია, მოგვეცემა ამერიკაში გამგზავრების და სმიტების ოჯახის წევრების გამოკითხვის საშუალება“, - განაცხადა ლექსო კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
წარმომიდგენია, რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, როცა ეუბნებიან, შენი
ბილბორდები არ არის დიდი რაოდენობით საჭირო და ჩვენ ვიქნებით ამ
ბილბორდებზე, მე მგონი ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ქალბატონი სალომეც
მოხვდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა
გიგაურმა განაცხადა.
13:35 / 16.11.2018
წარმომიდგენია, რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, როცა ეუბნებიან, შენი ბილბორდები არ არის დიდი რაოდენობით საჭირო და ჩვენ ვიქნებით ამ ბილბორდებზე, მე მგონი ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ქალბატონი სალომეც მოხვდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის
წარმომადგენლებთან კოორდინაციით,
13:01 / 16.11.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით,
საგარეო საქმეთა სამინისტროში
ამბობენ, რომ აზერბაიჯანში საქართველოს საკონსულოში აზერბაიჯანის
ხელისუფლებიდან ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის,
მირტაგი ასადოვის, დაკავებაზე არ შესულა, თუმცა „საკონსულო კონტაქტზეა
ოჯახთან და მუშაობს ამ საკითხზე.
12:34 / 16.11.2018
საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ აზერბაიჯანში საქართველოს საკონსულოში აზერბაიჯანის ხელისუფლებიდან ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის, მირტაგი ასადოვის, დაკავებაზე არ შესულა, თუმცა „საკონსულო კონტაქტზეა ოჯახთან და მუშაობს ამ საკითხზე.
ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე
ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
12:23 / 16.11.2018
ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის გამშვებ სასაზღვრო პუნქტზე საქართველოს
მოქალაქე დააკავეს.
12:13 / 16.11.2018
აზერბაიჯანის რესპუბლიკის გამშვებ სასაზღვრო პუნქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ცესკოს გადაწყვეტილების
გასაჩივრებას აპირებს. საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის
გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს
მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის
საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ.
11:09 / 16.11.2018
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ.
ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა
ქალის შემდეგ, მისი მცირეწლოვანი შვილის ცხედარიც იპოვეს.
10:38 / 16.11.2018
ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალის შემდეგ, მისი მცირეწლოვანი შვილის ცხედარიც იპოვეს.
თბილისში, ზემო ფონიჭალაში, აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების
მართვის სააგენტოს ინფორმაციით,
17:10 / 15.11.2018
თბილისში, ზემო ფონიჭალაში, აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით,
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით
ვიდეო სიახლეები