7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით – გიგი უგულავას ბოდიში
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა 7 ნოემბერს მომხდარ მოვლენებს შეცდომას უწოდებს და ბოდიშს იხდის. თბილისის ყოფილი მერის შეფასებით, ამ თემაზე მიმდინარე სასამართლო პროცესი არის ფარსი და პოლიტიკური შურისძიება.

“ყველაფერს მოეძებნება ახსნა, ყველაფერს აქვს თავის წინაპირობები, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით. 2018 წლის 7 ნოემბერს ამით ვინც არჩევნების მოგებას აპირებს, მწარედ ცდება და არის პოლიტიკურად ბეცი”,-წერს Facebook-ზე გიგი უგულავა.



წყარო: ნეთგაზეთი
Print