შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში მომხდარი მაღაზიის გაქურდვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.თ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, ღამით, რუსთავის მე-14 მიკრორაიონში, N21 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასურსათო მაღაზია გაქურდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა გ.თ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნაქურდალი ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

წყარო: police.ge
Print