სიახლე
ირაკლი ოქრუაშვილი მეორე ტურში მხარს ვაშაძეს დაუჭერს
ირაკლი ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმას გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მისცემს .

TV პირველის გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას ოქრუაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არჩევანი “მორალურად ურთულესი” იქნება, თუმცა მოსახლეობამ მხარი უნდა დაუჭიროს ცვლილებას.

“…ასეთი რთული არჩევანი დამოუკიდებლობის შემდეგ ალბათ 2-3-ჯერ გვქონდა, მეტი არა…ეს არჩევანი არის მორალურად ურთულესი იმიტომ, რომ გრიგოლ ვაშაძე ასოცირდება ჩვენთვის რთულად გასახსენებელ მომენტებთან. მეორე მხარეს არის ქალბატონი, რომელიც შორს არის ჩვენი იდენტობისგან, იმ ხასიათისგან, რაც ქართველებს გაგვაჩნია.

…თუ გინდა, რომ ამ ჭაობიდან ამოსვლის პერსპექტივა გავაჩინოთ, უნდა დავუჭიროთ მხარი ცვლილებას. ჩემთვის ცვლილება არის მათი საწინააღმდეგო. მე ამ არჩევნებზე წავალ, ხმას მივცემ ივანიშვილის და ზურაბიშვილის წინააღმდეგ და ეს წინააღმდეგ ტოლობის ნიშანი იქნება გრიგოლ ვაშაძის სახით.

ამას ვამბობ როგორც რიგითი მოქალაქე. არ ვარ პოლიტიკური ამბიციის მატარებელი ადამიანი. ეს იქნება ჩემი იძულებითი არჩევანი, რომელიც დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა”, – აღნიშნა მან.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მოქალაქეებს ილუზია არ უნდა ჰქონდეთ იმისა, რომ მესამე ძალა არსებობს, თუმცა ეს პერსპექტივა “გაჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი წააგებს ამ არჩევნებს.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე “ნაციონალური მოძრაობის” დროს მინისტრთა კაბინეტის წევრსა და შემდგომ პარტიასთან დაპირისპირებულ ირაკლი ოქრუაშვილს 3 ნოემბერს შეხვდა.

ვიდეოჩანაწერის მიხედვით, რომელიც ოპოზიციური კოალიციის “ძალა ერთობაშია” ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა, შეხვედრა ოქრუაშვილის სახლში შედგა. ოქრუაშვილის შეფასებით, “ქვეყანა ჩიხშია”, ვაშაძეს კი მეორე ტურში წარმატებას უსურვებს.




| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
წარმომიდგენია, რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, როცა ეუბნებიან, შენი
ბილბორდები არ არის დიდი რაოდენობით საჭირო და ჩვენ ვიქნებით ამ
ბილბორდებზე, მე მგონი ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ქალბატონი სალომეც
მოხვდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა
გიგაურმა განაცხადა.
13:35 / 16.11.2018
წარმომიდგენია, რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს, როცა ეუბნებიან, შენი ბილბორდები არ არის დიდი რაოდენობით საჭირო და ჩვენ ვიქნებით ამ ბილბორდებზე, მე მგონი ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ქალბატონი სალომეც მოხვდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა განაცხადა.
13:27 / 16.11.2018
"ეს ბანერები, რომლებზეც დახატულია კაცი და აწერია ქალის სახელი და გვარი, ჩემთვის შოკისმომგვრელია. მე ვფიქრობ ეს არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, არამედ ყველა ქალისთვის შეურაცხმყოფელია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის
წარმომადგენლებთან კოორდინაციით,
13:01 / 16.11.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით,
საგარეო საქმეთა სამინისტროში
ამბობენ, რომ აზერბაიჯანში საქართველოს საკონსულოში აზერბაიჯანის
ხელისუფლებიდან ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის,
მირტაგი ასადოვის, დაკავებაზე არ შესულა, თუმცა „საკონსულო კონტაქტზეა
ოჯახთან და მუშაობს ამ საკითხზე.
12:34 / 16.11.2018
საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ აზერბაიჯანში საქართველოს საკონსულოში აზერბაიჯანის ხელისუფლებიდან ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის, მირტაგი ასადოვის, დაკავებაზე არ შესულა, თუმცა „საკონსულო კონტაქტზეა ოჯახთან და მუშაობს ამ საკითხზე.
ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე
ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
12:23 / 16.11.2018
ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის გამშვებ სასაზღვრო პუნქტზე საქართველოს
მოქალაქე დააკავეს.
12:13 / 16.11.2018
აზერბაიჯანის რესპუბლიკის გამშვებ სასაზღვრო პუნქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ცესკოს გადაწყვეტილების
გასაჩივრებას აპირებს. საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის
გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს
მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის
საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ.
11:09 / 16.11.2018
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ცესკოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. საქმე ეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ.
ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა
ქალის შემდეგ, მისი მცირეწლოვანი შვილის ცხედარიც იპოვეს.
10:38 / 16.11.2018
ზემო ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალის შემდეგ, მისი მცირეწლოვანი შვილის ცხედარიც იპოვეს.
პოპულარული სიახლეები
ჩვენ ფეისბუქზე :)
პოპულარული ფიქსირებული დღეებით
ვიდეო სიახლეები