ილია II კალაძეს მეტეხთან 100 000 მოწამის ხეივნის ან ტაძრის აშენებას სთხოვს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას თბილისის მერს მეტეხის ხიდთან 100 000 მოწამეების სახელობის ხეივნის მოწყობის ან ტაძრის აშენების თხოვნით მიმართა.

მისი თქმით კალაძე, “ახალგაზრდა, ენერგიული” მერია და ამაზე იფიქრებს.

“მინდა გაგახსენოთ, რომ მომავალ სამშაბათს არის ასი ათასი მოწამის დღესასწაული და მეტეხის ხიდზე, 17:00 საათზე, შესრულდება საზეიმო პარაკლისი. შევთხოვთ წმინდა მოწამეებს, რომ მშვიდობა გარდამოგვივლინოს ღმერთმა.

…ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი. ეგ სანაპირო მთლიანად მორწყული იყო მოწამეების სისხლით და მანდ უნდა იყოს ხეივანი ან მოწამეების სახელზე აშენებული ტაძარი. იმედია, რომ ჩვენი მერი იფიქრებს ამაზე”, – თქვა მან.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები