თაზაქენდის სკოლამ ძველი სახელის დასაბრუნებლად სამინისტროს მიმართა
სოფელ თაზაქენდის ახლადგარემონტებულ სკოლას სახელი შეუცვალეს. თუ აქამდე ყველა ამრაჰ ასლანოვის სახელობით ცნობდა, ახლა N1 საჯარო საკოლად გადაკედა. სკოლის დირექტორი მაჰამმად ალაჰვერდიევიც გაურკვეველ ვითარებაშია. ამბობს, რომ სკოლის სახელის შეცვლის თარიღი არ ახსოვს, თუმცა ძველი სახელის დასაბრუნებლად განათლების სამინისტროს უკვე მიმართა და პასუხის მოლოდინშია

"ამრაჰ ასლანოვი მეორე მსფლიო ომის მონაწილე იყო, 3-ჯერ დაჯილდოვდა. საბუთები გაგზავნილი გვაქვს. საქართველოში ყველა სკოლას რომ გაუუქმეს სახელები, მაშინ არ გვქონდა ინფორმაცია " - ამბობს ალაჰვერდიევი

მარნეულის რესურს ცენტრის უფროსი ქენან ომაროვი ამბობს, რომ სოფლებში არსებული სკოლებისთვის მინიჭებული სახელები 2009 წელს გაუქმდა. თუ რომელიმე სკოლას სურს განსაკუთრებული სახელის მინიჭება საჭირო საბუთები განათლების სამინისტროს უნდა გაუგზავნონ.

"ჩემი ინფორმაციით, 2009 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებში სახელწოდებები გაუქმდა და ან სოფლის სახელით ან რიცხვებით მოიხსენიებენ. ჩვენს რეგიონში არც ერთი სკოლა არ იყო ვინმეს სახელზე. 3 წლის წინ შულავერის სკოლას მიენიჭა რომან ზოიძეს სახელი. ახლა თაზაქენდის სკოლა უნდათ, რომ ისევ ამრაჰ ასლანოვის სახელის მატარებელი იყოს. საბუთები უკვე წარდგენილია." - ამბობს ომაროვი

სახელწოდების მინიჭება, შეცვლა სკოლისთვის რომ შესაძლებელია ამას განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის სამინისტროშიც გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ სახელწოდების შეცლა მინისტრის ბრძანების საფუძველზე ხდება. თუ სკოლა ყველა იმ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, რაც სახელდების შეცვლას უკავშიდება, დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.


რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები