14 წლის სკოლის მოსწავლის 10 რჩეული წიგნი
მარიამ ერაძე მარნეულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეა. მე-9 კლასში სწავლოს და 14 წლის არის.

მისი საყვარელი ადგილი მარნეულის ახალი ბიბლიოთეკაა. როგორც თავად ამბობს, 100-მდე წიგნი აქვს წაკითხული, რაც ბიბლიოთეკიდან გამოიტანა. მისი სურვილია, რომ ბიბლიოთეკის წიგნების მრავალფეროვნება ყოველდღიურად იზრდებოდეს

ჩვენ შევთავაზეთ მარიამს, მიმოეხილა მისი 10 რჩეული წიგნი.

"ჩემი 10 საყვარელი წიგნის მიმოხილვა" 

1. შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი
-შოტლანდიელი მწერლის ართურ კონან დოილის მიერ არის დაწერილი. იგი დოილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია.

ამ დეტექტიური რომანის მთავარი გმირი ცნობილი ლონდონელი დეტექტივია, რომელიც შეუდარებელი დაკვირვებითა და დედუქციის უნარით ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებას ახერხებს. ჰოლმსის მიერ გამოძიებული დანაშაულების დეტალებს ჰოლმსის მუდმივი თანმგზავრი ექიმი უოტსონი გვიამბობს.

ნაწარმოები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს ნებისმიერი ასაკის მკითხველში.

 

6.შიმშილის თამაშები -არის ამერიკელი მწერლის სიუზენ კოლინზის რომანი. იგი არის შიმშლი თამაშების ტრილოგიის 1 წიგნი, რომელიც პირველად 2008 წლის 14 სექტემბერს.

იგი 28 ენაზეა თრგმნილი. ტრილოგიის მთავარი პერსონაჟი 16 წლის გოგონა ქეთნის ევერდინია,რომელიც დედასთან და უმცროს დასთან ერთად მე-12 რაიონში ცხოვრობს,რომელსაც მეტროპოლისი კაპიტოლიუმი მართავს. შიმშილის თამაშები ყოველწლიური სატელევიზიო ღონისძიებაა, რომელშიც 12-დან 18 წლამდე ერთი ბიჭი და ერთი გოგონა მონაწილეობს. მათ 12 რაიონიდან ლატარიით ირჩევენ. შიმშილის თამაშებში მხოლოდ ერთი მათგანი გადარჩება.ვინ იქნება გამარჯვებული? როგორ განვითარდება მოვლენები? წაიკითხეთ და თავად ნახავთ.

 

7.ჯინსების თაობა-ქართველი მწერლის დათო ტურაშვილის რომანია, რომელიც ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. იგი გამოიცა 2008 წელს. წიგნის მთავარი გმირები ერთმანეთზე შეყვარებული ახალგაზრდები, გეგა და თინა არიან.
წიგნი მოგვითხრობს 1983 წელს მომხდარ თვითმფრინავის გატაცებაზე, რომელსაც არაერთი ქართველი შეეწირა.

 


8. სხვა უდაბნოს საიდუმლო
- წიგნის ავტორია ქართველი მწერალი ია კარგარეთელი. წიგნმა გაიმარჯვა კონკურსში ,,გახდი ბესტელერის ავტორი’’.

მისი მთავარი გმირია თამთა, ახალგაზრდა მომხიბვლელი მწერალი ქალი, რომელიც ეგვიპტეში მიემგზავრება. ცხოვრება მას უამრავ მოულოდნელობას უმზადებს, მთავარი მოულოდნელობა კი ახოვანი, ვერცხლისფერთვალებიანი ბედუინია, რომელიც ტელეეკრანიდან გადმოსულ აღმოსავლელ გმირს ჰგავს. მოგზაურობა იქცევა თავბრუდამხვევი, წარმოუდგენელი მოვლენების დინებად, რომელიც ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას...

 

9.მესამე გოგონა - ინგლისელი მწერლის აგათა კრისტის კიდევ ერთი დეტექტიური რომანია, რომელიც მოგვითხრობს ერიკიულ პუაროს ერთ-ერთ საქმეზე.
ერკიელ პუაროს, ერთ დილას გოგონა, სახელად ნორმა რესტარიკი, ესტუმრება რჩევის სათხოვნელად. გოგონას ჰგონია, რომ ვიღაც მოკლა, მაგრამ ვინ, არ იცის – მისი არც სახელი ახსოვს, არც მკვლელობის გარემოებები და არც ადგილი... ამჯერად პუარო მკვლელს კი არა, მკვლელობას ეძებს... და, რა თქმა უნდა, იპოვის.

აგათას წიგნებს როგორც ყოველთვის მოულოდნელი და გამაოგნებელი დაასრული აქვს, არც ამ წიგნის წერისას დაურღვევია ტრადიცია და როგორც ყოველთვის შესანიშნავია. წიგნი 1966 წელს გამოიცა.




10. გუგულის ძახილი
-ეს დეტექტივი ჯოან როულინგმა რობერტ გელბრეითის ფსევდონიმით გამოაქვეყნა. წიგნმა თავდაპირველად დიდი პოპულარობა ვერ მოიპოვა, მაგრამ როდესაც ავტორის ნამდვილი ვინაობა გამოაშკარავდა, “გუგულის ძახილი” ბესტსელერი გახდა.



წიგნი გამოქვეყნდა 2013 წელს. წიგნი მოგვითხრობს დეტექტივი კორმორან სთრაიქის ერთ-ერთ ვალების გასტუმრების იმედი აქვს ლულა ლენდრის საქმის გამოძიებით, მაგრამ როდესაც ვარსკვლავის ცხოვრების ჩახლართულ ისტორიას ჩაუღრმავდება, ყველაფერი თავდაყირა დგება – ახლა თავად სთრაიქს ემუქრება სასიკვდილო საფრთხე...


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები