არჩევნების მეორე ტური შესაძლოა 28 ნოემბერს, ოთხშაბათს დაინიშნოს – საზოგადოებრივი მაუწყებელი
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შესაძლოა 28 ნოემბერს დაინიშნოს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს .

ხვალ, პირველ საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართება. საიტზე სხდომის დღის წესრიგი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის, თუმცა მაუწყებელი ამბობს, რომ ცესკო ხვალინდელ სხდომაზე პირველი ტურის შედეგებს შეაჯამებს. თუ ეს ასე მოხდება, მეორე ტურის თარიღი 2 კვირაში, ანუ სავარაუდოდ 28 ნოემბერს დაინიშნება.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ცესკოს პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ როგორც კი სხდომის დღის წესრიგი ექნებათ, მას გაასაჯაროებენ. ცესკო დამატებით ინფორმაციას ჯერ არ გასცემს.

28 ოქტომბერი ოთხშაბათია, თუ ცესკო არჩევნებისთვის ამ თარიღს დაამტკიცებს, ეს დღე უქმედ გამოცხადდება.









წყარო: ნეტგაზეთი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები