აზერბაიჯანში ტრანსპორტიტებულ კარტოფილში დიდი ოდენობა ფოერვერკი ამოიღეს (ფოტო, ვიდეო)
00:43 / 14.11.2018
საქართველოდან აზერბაიჯანში დიდი ოდენობით
გადატანილი პიროტექნიკური საშვალებების პრევენცია მოხდა. შემთხვევა
წითელი ხიდის გამშვებ პუნქტზე დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბიაჯნის საბაჟო კომიტეტის პრესასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობების სამმართველო ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ 13 ნოემბერს საქართველოდან
აზერბაიჯანში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, სათთარ სატაროვი
ალისაჰიბის ძეს მიერ მართული DAF მარკის, 99 DJ 787 ნომრით, სატვირთო
მანქანაში რომელსაც კარტოფილის ტვირთი მიჰქონდა,
დასავლეთის ტერიტორიული საბაჟო მმართველობის „წითელი ხიდის“ საბაჟო
პოსტზე კონტროლი განახორციელეს.
კონტროლის დროს კარტოფილის ტვირთიდან 508 ყუთში შეფუთული 11 536 ცალი
ფეიერვერკი და 5 მილიონ 845 ცალი სხვადასხვა მარკის პიროტექნიკური
საშვალებები ამოიღეს.