ვაშაძე 38%, ზურაბიშვილი 34% – Edison Research/რ2
ტელეკომპანია რ2 მათ მიერ Edison Research-ისთვის დაკვეთილი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ეხება.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე, დღეს რომ ტარდებოდეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, ვის მისცემდით ხმას?
  • 38% – გრიგოლ ვაშაძე
  • 34% – სალომე ზურაბიშვილი
  • 18% – არ ვიცი/არ ვპასუხობ
  • 10% არცერთს
რ2-ის მიერ გასაჯაროებული მონაცემების მიხედვით, კვლევა 1-9 ნოემბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობდა 2000 რესპონდენტი, 18+ წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით შერჩეული რესპონდენტები. შესაძლო ცდომილება +/– 3%, 95%-იანი სანდოობის დონისათვის.

რ2 კვლევის ალოკაციის შედეგებსაც აქვეყნებს. ალოკაცია ნიშნავს მეთოდს, რომლითაც მკვლევრები სხვა კითხვებზე მიღებული პასუხებიდან გამომდინარე ვარაუდობენ, თუ ვის მისცემენ ხმას ეს რესპონდენტები, რომლებიც არ პასუხობენ კითხვას, თუ ვის უჭერენ მხარს.

სრული ალოკაციის შედეგად, რ2-ის ცნობით, შედეგები ასე გადანაწილდა:
  • გრიგოლ ვაშაძე – 56%;
  • სალომე ზურაბიშვილი – 44%
რაც შეეხება ედისონ რისერჩის მიერ რესპონდენტებისთვის დასმულ კითხვას.

გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანმიმდევრობა, რ2-ის ცნობით, ასეთი იყო:
  • ვის მიეცით ხმა 2018 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში?
  • საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?
  • თუ შეიძლება დააფიქსირეთ თქვენი აზრი ყველა მოცემულ საპრეზიდენტო კანდიდატზე. თქვენი დამოკიდებულება მოცემული საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ არის ძალიან დადებითი, მეტ-ნაკლებად დადებითი, მეტ-ნაკლებად უარყოფითი თუ ძალიან უარყოფითი?
  • როგორ ფიქრობთ, ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არა?
  • ეთანხმებით თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის თანახმად აღარ მოხდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა?
  • თქვენი აზრით, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების შესახებ უნდა ჩატარდეს თუ არა რეფერენდუმი?
  • როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის როლს ქართულ პოლიტიკაში?
ედისონ რისერჩის კვლევა რ2-მა 4 ოქტომბერსაც გამოაქვეყნა. მაშინ ორგანიზაციის თანახმად გრიგოლ ვაშაძის რეიტინგი 22% იყო, ხოლო სალომე ზურაბიშვილის- 15%.


რ2-მა და ედისონ რისერჩმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლიც გამოაქვეყნეს, რომლის შედეგებიც ასე განაწილდა:
  • სალომე ზურაბიშვილი – 40%;
  • გრიგოლ ვაშაძე – 40%;
  • დავით ბაქრაძე – 10%;
  • ზურაბ ჯაფარიძე – 2%;
  • დავით უსუფაშვილი – 2%;
  • შალვა ნათელაშვილი – 3%;
ცესკოს ოფიციალური ინფორმაციით არჩევნები ასეთი შედეგებით დასრულდა:
  • სალომე ზურაბიშვილი – 38%
  • გრიგოლ ვაშაძე – 37%
  • დავით ბაქრაძე – 10.97%
  • ზურაბ ჯაფარიძე – 2.26%
  • შალვა ნათელაშვილი – 3.74%
  • დავით უსუფაშვილი – 2.26%
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები