"ეთნიკური უმცირესობების წარმომადენელ ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში“ - შეხვედრა მარნეულში
დღეს, 15 ნოემბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა საკითხზე - „ეთნიკური უმცირესობების წარმომადენელ ქალთა მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში“ როგორც ჩვენთან საუბარში ააიპ "ქართველ სომეხთა კავშირის" ხელმძღვანელი, მარიამ არაქელოვა ამბოს, პროექტის მიზანია ქვემო ქართლის რეგიონში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო ინტეგრაციის გამოწვევების და ეთნიკურ/რელიგიური მრავალფეროვნების შესახებ.

„ჩვენ ვთვლით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გამომდინარე იქედან, რომ ზოგადად ქალები სააზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში პასიურები არიან და მით უმეტეს პასიურები არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები. ახლოვდება ტოლერანტობის და ქალთა საერთაშორისო დღის კვირეულები. გვინდა რეგიონალური აქტორების გაძლიერება ამ კუთხით, ქალთა ჩართულობა ადგილობრივ თვითმართველობასა და მმართველ ორგანოების წარმომადგენლებს შორის, ასევე გარკვეული პლათფორმის შექმნა ამ კუთხით“- ამბობს მარიამ არაქელოვა

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, ზაურ დარგალი და დაინტერესებული პირები.  შეხვედრა ჩატარდა „ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში , რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები