ჯვრის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ამის შესახებ შსს იუწყება.

უწყების ცნობით, აკრძალვა საავტომობილო გზის 93-ე კილომეტრიდან (ფოსტა) – 107-ე კილომეტრამდე (კობი) ვრცელდება.

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება არის აკრძალული. მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა კი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებითაა დაშვებული. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ორი და მეტი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები