21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
მოსალოდნელია სამსახურებრივი და საოჯახო თათბირი. გაგიმძაფრდებათ
ინტერესი სამემკვიდრეო და უძრავი ქონებისადმი. დღეს თავს ბედნიერად იგრძნობთ იქ, სადაც ბავშვობა გაატარეთ.

კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან, საზღვარგარეთ მცხოვრებთანაც კი. კარგი დღეა დოკუმენტების გასაფორმებლად. გაგიმძაფრდებათ ინტერესი სასულიერო და რელიგიური ტრადიციებისადმი.

ტყუპი
შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. მთავარია, კარგად შემუშავებული გეგმით იმოქმედოთ. ზოგიერთი ფულად პრიზს მოიგებს, ზოგს ბონუსები დაეწერება.

კირჩხიბი
გარშემო მყოფები პატივს გცემენ, თქვენს აზრს ითვალისწინებენ. კარგი დღე ელით პედაგოგ, პოლიტიკოს და მოგზაურ ნიშნებს. საყვარელ ადამიანთან მნიშვნელოვანი საუბარი გელით.

ლომი
თქვენ სასარგებლოს მოგვარდება უძრავ ქონებასთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხი. მოაწესრიგეთ დოკუმენტები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ურთიერთობების გასაუმჯობესებლად საქმიან პარტნიორებთან, კლიენტებთან. არ გაგიკვირდეთ, თუ რჩევისა და დახმარებისთვის მოგაკითხავენ.

სასწორი

კარგი დღეა სწავლისთვის, კარიერული მიღწევებისა და პროფესიონალური განვითარებისთვის. საქმიანი პარტნიორისგან შეიძლება ორიგინალური შემოთავაზება მიიღოთ.

მორიელი
საზღვარგარეთ მცხოვრები ნათესავების ან პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. დღეს ნებისმიერ გამოცდას და შემოწმებას იდეალურად გაართმევთ თავს. დაგეგმეთ მივლინება საზღვარგარეთ ან ემიგრაცია.

მშვილდოსანი
ყველა საკითხი გვერდზე გადადეთ და მატერიალური მხარე მოიწესრიგეთ. გადაამოწმეთ ფინანსური დოკუმენტები. შეიძლება თქვენ შეცდით ან თქვენი ბუღალტერი.

თხის რქა

კარგი დღეა დიალოგის, კონსულტაციისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. იყავით დიპლომატიური, მოსაუბრეს აცადეთ აზრის გამოთქმა, აპატიეთ მაღალ ტონებზე საუბარი.

მერწყული
დღეს ნებისმიერ საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. სანამ ახალ პროექტებს ჩაუდგებით სათავეში, გაერკვიეთ წესებში, კოლექტივის ტრადიციებში. სასურველია, ჯგუფში ჰარმონია სუფევდეს.

თევზები
შემოქმედებით და პირად ცხოვრებაში წარმატებული დღე გელით. იყავით ბედის მადლიერი იმის გამო, რაც გაქვთ. მატერიალური საკითხის მოგვარებაში ახლობლები დაგეხმარებიან. შეიძლება დაგჭირდეთ პროფესიონალის კონსულტაცია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები