სოფელ ობჩაში, 12-საათიანი სამაშველო ღონისძიების შედეგად, ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს
ბაღდათში, სოფელ ობჩაში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, 12-საათიანი სამაშველო ღონისძიების შედეგად ჭაში ჩავარდნილი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 43 წლის მამაკაცი ჭის გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებდა, როდესაც ჩამოწოლილმა მიწის მასამ ქვეშ მოიყოლა.

სამაშველო ღონისძიებისას არსებობდა მიწის მასის ჩამოშლის დამატებითი საშიშროება, რაც საფრთხეს უქმნიდა მაშველების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რის გამოც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა 15-მეტრიანი ჭის ჯებირების გამაგრებითი სამუშაოები.

ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები